1887 წლის 2 ივნისის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების მიხედვით, მან მოსე ნათაძისგან წერილი მიიღო. პედაგოგი იუწყებოდა, რომ ბათუმში ვერ დარჩებოდა და რომელიმე სააზნაურო სკოლაში გადაეყვანათ. გოგებაშვილის აზრით, მმართველობას ნათაძის თხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26948 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26948]; წვდომის თარიღი: 2020-01-18