1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისა და 1907 წლის 9 დეკემბერს არჩეული საგანგებო კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, პართენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა და კომისიის წევრები – ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ვასილ ბერელაშვილი, შიო დედაბრიშვილი.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27060 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27060]; წვდომის თარიღი: 2019-08-24