ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27062

ფაქტი 27062

1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისა და საგანგებო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცვედაძემ სხდომის წევრებს დაწვრილებით გააცნო განსვენებულის ქონებისა და ვალების მდგომარეობა. გაირკვა, რომ ნაანდერძევი ქონების ღირებულება ნაკლები იყო, ვიდრე გასასტუმრებელი ვალების რაოდენობა. ამის მიუხედავად, კრებამ დაადგინა, რომ განსვენებული ილია ჭავჭავაძის სახლი ანდრეევის ქუჩაზე და იქაური უძრავი ქონება – წიგნები, ავეჯი და სხვა ნივთები – უსათუოდ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში უნდა გადასულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27062; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .