1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. რწმუნებულთა აზრით, მგოსნის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სიახლოვე წაახალისებდა სოფლის კანცელარიაში მიმავალ ხალხს და ჟურნალ-გაზეთებისა და შინაარსიანი წიგნების კითხვას შეაჩვევდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27097 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27097]; წვდომის თარიღი: 2019-10-23