1914 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, მდივანი – გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას აზრის გამოთქმა სთხოვა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნაზე – ილიას სახლი დაეთმოთ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27164 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27164]; წვდომის თარიღი: 2019-09-19