ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27166

ფაქტი 27166

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) 1914 წლის შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლიდან 1913 წლის ნაშთი 151. 13 მანეთი იყო, საწევრო გადასახადი − 189, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 68. 23, ჟურნალ-გაზეთებიდან შემოსული თანხა − 36. 75, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებული ვალი − 58. 20 მან. სულ 1914 წელს შემოსული თანხა 503. 41 მანეთს შეადგენდა. 1915 წლის პირველ იანვრამდე წიგნის მაღაზიაზე ვალად ითვლებოდა 1200 მან., სოფიო ზარაფიშვილზე − 100.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .