1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრით დათარიღებული დადგენილების (N549) ასლი., რომლითაც ირკვევა, რომ, თბილისის სახაზინო პალატის მონაცემთა მიხედვით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილი 500 მანეთად იყო შეფასებული.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27172 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27172]; წვდომის თარიღი: 2019-12-06