1915 წლის პირველ იანვარს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის (მდივანი – ანეტა ყიფშიძე) თბილისის ხაზინაში წარდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისის სახაზინო პალატის სარგო სიის მიხედვით, ილია ჭავჭავაძის სახელზე 143. 97 მანეთი დავალიანება ირიცხებოდა. აქედან 136. 37 მანეთი ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% იყო, ხოლო 7. 60 მან. − 1915 წლის სახაზინო სარგო. იმის გამო, რომ ილიას მამული წისქვილთან ერთად თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გადაეცა, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, დიმიტრი ჩოლოყაშვილის დავალებით ვალი საადგილმამულო კომისიას ხაზინაში შეჰქონდა..

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27229 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27229]; წვდომის თარიღი: 2019-10-22