ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27231

ფაქტი 27231

1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს აღუძრავს შუამდგომლობა სახაზინო პალატის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის ბაჟდასადები სამრეწველო სიიდან ამოღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27231; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .