1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გამგეობამ შეატყობინა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დაეკმაყოფილებინა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნა − დაეთმოთ სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თელავის განყოფილება იქ აპირებდა სკოლის, სამკითხველოსა და სხვა კულტურული დაწესებულებების განთავსებას. კანცელარიისთვის კი ადგილი აღარ რჩებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27242 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27242]; წვდომის თარიღი: 2019-10-23