1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თავად-აზნაურთა წიმანძღოლმა იშუამდგომლა სახაზინო პალატის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დაბეგვრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ იმ წლის დასაწყისიდან წისქვილი უმოქმედოდ იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყოფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27245 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27245]; წვდომის თარიღი: 2019-11-12