1915 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე − გიორგი ყაზბეგი, მდივანი − გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ხაზინაში შეიტანა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის წისქვილის წინა წლებისა და იმ წლის სახაზინო დავალიანება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27246 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27246]; წვდომის თარიღი: 2019-08-25