1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს სახალხო სკოლებისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მასწავლებლებთან და პრობლემის არსებობისას თვითონ დახმარებოდა ან მმართველობისთვის ეცნობებინა.

წყარო: ივანე მაჩაბლის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა მოხსენებები საზოგადოების სახსრების გასაძლიერებლად რაიონებში აგენტების დანიშვნის შესახებ | 1883-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27277 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27277]; წვდომის თარიღი: 2019-10-18