ალექსანდრე ყიფშიძის საანგარიშო მოხსენების თანახმად, ოლღა ჭავჭავაძის გურამიანთკარის მამული 1910 წლის 6 ნოემბერს ერთწლიანი (1911-1912) იჯარით 1 300 მანეთად აიღო აგრონომმა გ. ი. ჯანდიერმა. იჯარის განახლების შემთხვევაში მოიჯარეს წელიწადში 1 700 მანეთი უნდა გადაეხადა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27452 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27452]; წვდომის თარიღი: 2019-08-19