1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო ყველა სამუშაო ადგილზე გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭთა აღმშენებლობა“.

წყარო: კომუნისტი, 1921 | 26 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 275 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/275]; წვდომის თარიღი: 2019-06-26