1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად გამართულმა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის სხდომამ დაადგინა: შეეთავაზებინათ ოლღა გურამიშვილისთვის, რათა მიეღო ანდერძით მისთვის განკუთვნილი ქონება, ხოლო "საზოგადოების" მიერ შექმნილი საგანგებო კომისია დაეხმარებოდა ქვრივს დატოვებული ქონებისა და ვალების მოწესრიგებაში (ხელს აწერენ: ა. ყიფშიძე, ს. ფირცხალავა).

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27501 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27501]; წვდომის თარიღი: 2019-09-23