ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ვრცელ ანგარიშში ჩამოთვლილია განსვენებული პოეტის ვალები: სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული საგურამო-წიწამურის სოფლის მამულისა – 12 440 მანეთი და 77 კაპიკი; იმავე ბანკში დაგირავებული ქალაქის სახლისა – 7 178 მანეთი და 72 კაპიკი; ამას გარდა, განსვენებულს 10 000 მანეთის ვალი დარჩა თამასუქებით – ერთიანად ვალის რაოდენობამ შეადგინა 29 619 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27511 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27511]; წვდომის თარიღი: 2019-09-16