1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27545 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27545]; წვდომის თარიღი: 2019-08-19