1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი დავითის ძე ჩითაევი, ანტონ პავლეს ძე მაისურაძე, დავით ივანეს ძე ძეძამიძე, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი