1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: შუამთის მონასტრის იგუმენი ნიკოლოზი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილისა, მარიამ იოსების ასული სოფრონოვისა და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27576 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27576]; წვდომის თარიღი: 2019-10-21