1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების გამგეობის თხოვნა თავშესაფრის შესანახად ყოველთვიურად 1200 მანეთით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოხუმის განყოფილებისთვის 300 მანეთი უნდა გაეგზავნათ და ეცნობებინათ, რომ სწავლა მაისამდე გაეგრძელებინათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27669 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27669]; წვდომის თარიღი: 2019-09-15