1916 წლის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობის სხდომებს არც ერთხელ არ დასწრებია თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე დაესწრო 11-ჯერ, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე – 11-ჯერ, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 3-ჯერ, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე – 5-ჯერ, ვანო დავითის ძე საყვარელიძე – 5-ჯერ, პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი – 11-ჯერ, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე – 2-ჯერ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა