ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27699

ფაქტი 27699

1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27699; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .