1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ ვალდებულები იყვნენ ყვირილის განყოფილებას დახმარებოდნენ და ეშუამდგომლათ თბილისის დრამატულ საზოგადოებასთან, რათა მათ თეატრის შენობის ასაგებად ერთდროული დახმარება გაეწიათ განყოფილებისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27710 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27710]; წვდომის თარიღი: 2019-09-20