1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა;  საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27726 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27726]; წვდომის თარიღი: 2019-09-19