1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27731 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27731]; წვდომის თარიღი: 2019-08-24