1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1916 წელს წევრთა რიცხვი იყო 49, 1917 წელს – 87, 1918 წელს – 49. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა