1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 29 მანეთი და 50 კაპიკი, გათბობა-განათება – 90 მანეთი, გამგის ხელფასი – 953 მანეთი და 66 კაპიკი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 25 მანეთი, წიგნები – 30 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 770 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის შენობის ბანკიდან დასახსნელი თანხა – 1363 მანეთი და 64 კაპიკი, სულ – 3262 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27767 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27767]; წვდომის თარიღი: 2019-07-19