1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაადგინეს, რომ განყოფილების გამგეობას ქალაქის თვითმმართველობისთვის ეთხოვა წიგნსაცავ-სამკითხველოებს დახმარებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27771 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27771]; წვდომის თარიღი: 2019-07-22