1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებაზე რუსული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ: დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო სამხედრო მოქმედება; რუსეთის რესპუბლიკას გაეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული საქართველოს ტერიტორიები და ხელი შეეწყო გარეშე მტრების შემოსევებისგან დასაცავად რევოლუციური კომიტეტის ჯარისკაცების ბათუმის ოლქში განლაგებისთვის.

წყარო: კომუნისტი, 1921 | 22 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27789 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27789]; წვდომის თარიღი: 2019-11-19