1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, საგურამოს მამული 1891 წელს ბანკის დამფასებელს 43 828 მანეთად შეუფასებია, ბანკის გამგეობას კი – 40 000 მანეთად. მარტო სახლის აშენება 20 000 მანეთზე მეტი დაჯდომია ილია ჭავჭავაძეს: ქვითკირის სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 3 ოთახი იყო, მეორეზე – 4, მესამეზე – 2; სახლს სამი აივანი ეკრა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27812 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27812]; წვდომის თარიღი: 2019-09-19