1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძის ინიციატივით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: კირილე ლორთქიფანიძის, სილ. ლომიას, იონა მეუნარგიას, იოსებ ოცხელის, ილია ყიფშიძის, დავით ახვლედიანის, ნიკოლოზ თუთბერიძის, პორფირე გუნიასა და ივლიანე კიზირიას ხსოვნას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27887 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27887]; წვდომის თარიღი: 2019-09-22