1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28131 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28131]; წვდომის თარიღი: 2019-08-19