1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28132 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28132]; წვდომის თარიღი: 2019-10-23