1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს  გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28144 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28144]; წვდომის თარიღი: 2019-09-18