ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28150

ფაქტი 28150

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, იმ დროისთვის გუდაუთაში არსებობდა ერთი სამონასტრო დაწყებითი სკოლა, ერთი სასულიერო და ერთიც კერძო გიმმნაზია. ამ სასწავლებლებში, სადაც ქართველთა შვილებიც დადიოდნენ, ქართულს საერთოდ არ ასწავლიდნენ და ბავშვები მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას. ამის გამო მეტად მნიშვნელოვანი იყო გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა და ადგილობრივი განყოფილება ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .