1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ახლადარჩეულ გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა იმ წლის ზაფხულში გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის თაობაზე. ამით გუდაუთელებს საშუალება მიეცემოდათ მომავალი სამოსწავლო წლის დასაწყისში გაეხსნათ დაბა გუდაუთაში სკოლა, რითაც გაჩაღდებოდა პატარა ეროვნული კერა იმ მიყრუებულ მხარეში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28157 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28157]; წვდომის თარიღი: 2019-09-18