1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. განყოფილების უახლოეს მიზანს წარმოადგენდა დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: ანდრია დავითის ძე რეკვავა, რაჟდენ ბახვას ძე კოღოშვილი, გიორგი ესეს ძე მგელაძე, სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პორფილე წიტას ძე რობაქიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28162 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28162]; წვდომის თარიღი: 2019-09-18