1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის „პროტოკოლზე“ ხელისმომწერთაგან ორნი, ელენე და დიმიტრი ნადარეიშვილები სოხუმის განყოფილების წევრები იყვნენ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28174 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28174]; წვდომის თარიღი: 2019-09-18