1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის 20%, კერძოდ, 80 მან. 80 კაპ. ამასთანავე გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას, დაედასტურებინა ფულის მიღება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28222 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28222]; წვდომის თარიღი: 2019-09-18