ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28223

ფაქტი 28223

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გამოაგზავნიდა საზოგადო კრებაზე დასასწრებად თავის წარმომადგენელს, შეფერხების შემთხვევაში კი – დაწვრილებით ახსნა-განმარტებით ბარათს. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28223; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .