1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1913 წლის პირველ იანვარს განყოფილებას ჰყავდა 30 წევრი, 1913 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 72 წევრი, ხოლო ორგანიზაციას გამოაკლდა 16 წევრი. ასე რომ, განყოფილებაში წლის ბოლოსთვის იყო 86 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და მდივანი გიორგი ზენაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28235 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28235]; წვდომის თარიღი: 2019-09-18