ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28236

ფაქტი 28236

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საკანცელარიოს მოწყობისთვის დაიხარჯა 39 მან. 5 კაპ., ინვენტარის შესაძენად – 3 მან., ხოლო განყოფილების წარმომადგენლის თბილისში მგზავრობა 35 მან. დაჯდა. სულ სხვადასხვა ხარჯმა შეადგინა 77 მან. 5 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და მდივანი გიორგი ზენაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28236; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .