1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლებმა მაღაზიის ბინის მათთვის გადაცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ღია დარჩენილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28396 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28396]; წვდომის თარიღი: 2019-08-20