1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.

წყარო: მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან და ოქმები ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ საზოგადოებისთვის ანდერძით დატოვებული ქონების მიღების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28427 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28427]; წვდომის თარიღი: 2019-10-24