1915 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას გაუგზავნეს 1914 წლის ანგარიში, ბლანკები, ალაგირის წევრთა სია, საზოგადო კრების ოქმის პირი და 1914 წელს გამგეობის სახელზე შეგროვებული თანხის 20% – 26 მან. და 80 კაპ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ალაგირის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28504 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28504]; წვდომის თარიღი: 2019-10-24