1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სავაჭრო პალატა სასწავლო ნივთების შესაძენად საზღვარგარეთ გზავნიდა პირს. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების მაღაზიისთვის სასწავლო და საკანცელარიო ნივთების საზღვარგარეთ შესაძენად ნახევარი მილიონი მოკლე დროში მოეძიებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28595 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28595]; წვდომის თარიღი: 2019-09-21