1922 წლის 27 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების განყოფილებამ თავისი მაღაზიისთვის გამგეობას 25%-იანი ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, საზოგადოების გამოცემული წიგნები – 25%-იანი, ხოლო სხვა წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით მიეცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28639 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28639]; წვდომის თარიღი: 2019-08-20