1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, დეკანოზ ლონგინოზ კვიკვიძეს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19 იანვარს დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28653 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28653]; წვდომის თარიღი: 2019-09-19