ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28751

ფაქტი 28751

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას ავადმყოფობის გამო შვებულება სთხოვა. მის, როგორც ხაზინადრისა და მდივნის, მოვალეობას თამარ ჯარიაშვილი შეასრულებდა. 15 სექტემბრიდან მას ივანე ელიაშვილიც დაეხმარებოდა. მაღაზიასა და საწყობს გრიგოლ ბურჭულაძე მიხედავდა. გამგეობამ ბურჯანაძეს შვებულება მისცა. ხაზინადრის მოვალეობა ჯარიაშვილს დააკისრა, ხოლო მდივნისა – ბურჭულაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28751; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .